იენს სტოლტენბერგი - შვედეთზე და ფინეთზეა დამოკიდებული, გაწევრიანდებიან თუ არა ნატო-ში, მაგრამ თუ გადაწყვეტენ, ნატო-ში გაშლილი ხელებით მიესალმებიან
იენს სტოლტენბერგი - შვედეთზე და ფინეთზეა დამოკიდებული, გაწევრიანდებიან თუ არა ნატო-ში, მაგრამ თუ გადაწყვეტენ, ნატო-ში გაშლილი ხელებით მიესალმებიან

შვედეთზე და ფინეთზეა დამოკიდებული, გაწევრიანდებიან თუ არა ნატო-ში, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, ფინეთს და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელებით მიესალმებიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში მიწვევის გადაწყვეტილება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იქნება.

„ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან, ძლიერი და განვითარებული დემოკრატიებით, არიან ევროკავშირის წევრები და ჩვენ მათთან მრავალი წელია, ვმუშაობთ. ჩვენ ვიცით, რომ მათი შეიარაღებული ძალები აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, არიან ურთიერთთავსებადები ნატო-ს ძალებთან, ჩვენ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს და ფინეთთან და შვედეთთან ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში.

წევრობას თუ გადაწყვეტენ, ჩვენ ამას მივესალმებით, პროცესი სწრაფად წარიმართება და მათ შეუძლიათ გაწევრიანება, როდესაც ფორმალური პროცესი დასრულდება. როგორც კი მათი მოწვევის გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომ ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ყველა მოკავშირისთვის მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ შევძლებთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას შუალედურ პერიოდში, ფინეთის და შვედეთის განაცხადების მიღებიდან 30 წევრი ქვეყნის პარლამენტებში რატიფიცირების დასრულებამდე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.