იენს სტოლტენბერგი - შეგვიძლია, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით, ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ
იენს სტოლტენბერგი - შეგვიძლია, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით, ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ

შეგვიძლია, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით, ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტერიალი ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

კითხვაზე, რა დამატებით ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ბუქარესტის მინისტერიალიდან და რა კომენტარს გააკეთებდა რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენ შევხვდებით ​მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხვდებით ბუქარესტში, აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, მხარდაჭერას ამ ძალიან ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია და ჩვენ ვიცით, რომ ეს პარტნიორები არიან რუსეთის ჩარევის ობიექტები.

საქართველომ იხილა რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და მის მნიშვნელოვან ტერიტორიებს ამ დრომდე აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. ასე რომ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთან მუშაობა, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება მათთან, მათი მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა, დახმარება, რომ საქართველომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით და ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.