იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ რეგიონში მდებარეობს ნატო-ს ორი მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო
შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, სწორად ამიტომ ალიანსი რეგიონში როგორც ხმელეთსა და ზღვაზე, ასევე საჰაერო სივრცეში ზრდის მის ყოფნას. გაძლიერებულია პატრულირება ჰაერში, შავ ზღვაში გაზრდილია სამხედრო ხომალდების ყოფნა, ისევე როგორც მიწაზე, სახმელეთო ძალები.
„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენი ყოფნის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას“,- ახცადებს გენერალური მდივანი და აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრებიდან სამი – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი სწორედ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა, და ამავე რეგიონში მდებარეობს ასევე ნატო-ს ორი მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა უკრაინა და საქართველო, რომელთანაც ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს, ატარებს წვრთნებს და ეხმარება მათ.
იენს სტოლტენბერგი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომელმაც განაპირობა ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება ბოლო წლებში – ეს არის რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია.