იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონი, სადაც გვყავს ალიანსის სამი მოკავშირე, ასევე, მჭიდრო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონი, სადაც გვყავს ალიანსის სამი მოკავშირე, ასევე, მჭიდრო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო

შავი ზღვა არის ნატო-სთვის სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, სადაც გვყავს ნატო-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფო და ასევე ჩვენი მჭიდრო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო მოწოდებულია დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ნატო ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ან არასწორ გათვლებს ჩვენი ვალდებულებებისა და მზადყოფნის შესახებ, რათა დავიცვათ რუმინეთი და ნატო-ს ყველა მოკავშირე. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინაში და მის გარშემო, ასევე, შავ ზღვის რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა არის ნატო-სთვის სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, სადაც გვყავს ნატო-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფო, ისევე, როგორც ჩვენი მჭიდრო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონის უსაფრთხოება ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოწოდებული ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, მაგრამ ნატო ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი გზა თავად აირჩიოს. ჩვენს მოკავშირეს დავიცავთ და არ იარსებებს პირველი და მეორე კლასის წევრები. არსებობენ მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეები, როგორც ერთიანნი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.