იენს სტოლტენბერგი საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმის შემდეგ დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
იენს სტოლტენბერგი საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმის შემდეგ დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნატო-ს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმის შემდეგ დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ირანი მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ მსგავსი თავდასხმები, რადგან ამას შესაძლოა, მოჰყვეს ნეგატიური შედეგები მთელი რეგიონისთვის, ასევე უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ესკალაციის საფრთხის გამო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.