იენს სტოლტენბერგი - რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ორივე ახლო პარტნიორის, საქართველოსა და უკრაინის მიმართ
იენს სტოლტენბერგი - რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ორივე ახლო პარტნიორის, საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ჩვენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით. ეს იქნება ალიანსისთვის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და უკრაინასთან. მჭიდრო პარტნიორები ვართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და პატივს ვცემთ ფაქტს, რომ ერთად ვმუშაობთ აქტიურად შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია ნატო-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების მხრივ ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის, და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით. ეს რა თქმა უნდა, იქნება ალიანსისთვის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც ნატო-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის მაღალი ღირებულებისაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.