იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას - საქართველოს ვულოცავ იმ წინსვლას, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ
იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას - საქართველოს ვულოცავ იმ წინსვლას, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ

საქართველოს მინდა, მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხითა და ბევრი სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში.

„საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატოს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატოსთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოს ალიანსის წევრებისთვისაც. ზოგადად, მომავალში, ამას ექნება არსებითი მიმართულება რუსეთთან მიმართებით. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, წვრთნები ჩატარდება და ახლახანს გაცხადდა, რომ ახლაც ტარდება. ეს არის „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება და წვლილისთვის. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დატოვე კომენტარი