იენს სტოლტენბერგი - საქართველომ რეფორმების გატარება უნდა განაგრძოს
იენს სტოლტენბერგი - საქართველომ რეფორმების გატარება უნდა განაგრძოს

საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება, სასამართლო სისტემის მოდერნიზება და შეიარაღებული ძალების სტანდარტები გააძლიეროს,  – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა, კითხვის პასუხად,  თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

მისი თქმით, ამ პროცესში ნატო საქართველოს მხარს უჭერს.

„ჩვენ ამ ნაბიჯებს ვაკვირდებით. ეს რეფორმები საქართველომ თავად უნდა განახორციელოს, რადგან ინტეგრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ პროცესში, ვაძლევთ კონსულტაციებს და ყველა მხრივ, მხარში ვუდგავართ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელს დღეს ეწვია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.