იენს სტოლტენბერგი – საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
როგორც სტოლტენბერგი წერს, იმედი აქვს, საქართველო გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს ნატო-ში. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ასევე, იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
Glad to welcome @PM_Kobakhidze to #NATO. Georgia is a valued partner and we fully support its sovereignty & territorial integrity. I welcome #Georgia’s support to Ukraine. I also count on Tbilisi to step up reforms on the path toward full membership in the Euro-Atlantic family. pic.twitter.com/HNXIDbsSzq
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 21, 2024