იენს სტოლტენბერგი - საქართველო ​ნატო-სთვის რჩება ღირებულ პარტნიორად, გავაგრძელებთ მუშაობას, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა
იენს სტოლტენბერგი - საქართველო ​ნატო-სთვის რჩება ღირებულ პარტნიორად, გავაგრძელებთ მუშაობას, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა

გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ნატო და ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ ქვეყნებთან რეგიონში. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, მინისტრები კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე შეხვედრაზე მადრიდის სამიტისთვის მზადებაზე იმსჯელებენ.

დატოვე კომენტარი