იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევას ულოცავს.

ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგს კითხვა დაუსვეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

როგორც სტოლტენბერგმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ნატო-ს დამკვირვებლები არ ჰყოლია, თუმცა ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესთან თავისუფალი წვდომა ჰქონდათ.

„ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს. არჩევნებზე ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებელი. მიმაჩნია, რომ დამკვირვებლებს ჰქონდათ თავისუფალი წვდომა საარჩევნო პროცესთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება აუცილებელია“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.