იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე

რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ.

„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ რუსეთის წუხილი და ჩავერთოთ რეალურ დიალოგში, თუ როგორ გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ ევროპის უსაფრთხოების პრინციპებს, რასაც ყველამ მოვაწერეთ ხელი ჰელსინკის აქტიდან დაწყებული. ეს მოიცავს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს სამხედრო მოწყობა.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინაღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნა.

დატოვე კომენტარი