იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია

რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია, რის გამოც მნიშვნელოვანია დიალოგში ჩართვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კანადურ ტელეკომპანია „სიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, დიალოგში ჩართვა პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას ისახავს მიზნად, თუმცა ალიანსი მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ისევ გამოიყენოს სამხედრო ძალები, რასაც რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური ზომების მიღება მოჰყვება.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი აგრესორი არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმი, მხარს უჭერს დონბასში სეპარატისტებს და განახორციელა მასშტაბური კიბერთავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.

„რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რომ ნატო-ს ჯარები არ უნდა გვყავდეს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც ნატო-ში 1997 წლიდან გაწევრიანდნენ. ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წევრების ნახევარს ნატო-ს ჯარები ვერ დაიცავენ. მაშინ ისინი იქნებიან ნატო-ს მეორე კლასის წევრები. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი