იენს სტოლტენბერგი რუსეთის წინააღმდეგ ალიანსის საპასუხო ზომების შესახებ განცხადებას გააკეთებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ალიანსის საპასუხო ზომების შესახებ განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს.
ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, რუსეთის ტერიტორიაზეა შექმნილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ნივთიერება რაც კი ოდესმე შექმნილა.