იენს სტოლტენბერგი – რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის შემთხვევაში, ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლის გამოყენება შეუძლია

08:52, 17.09.2018

რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის შემთხვევაში, ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლის გამოყენება შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პორტალ Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს დამოკიდებულია კიბერთავდასხმის ბუნებაზე. მნიშვნელოვანია ჩვენი ცხადი პოზიცია, რომ საჭიროების შეთხვევაში, მეხუთე მუხლს ავამოქმედებთ. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ კიბერთავდაცვას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი არასდროს დააკონკრეტებს იმ პირობებს, რომლითაც მეხუთე მუხლი იქნება გამოყენებული, რათა ამით პოტენციურ მოწინააღმდეგეს უპირატესობა არ მისცეს.

ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე მთელ ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

მსგავსი