იენს სტოლტენბერგი – რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

13:07, 14.11.2023

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვიღებთ, რომ სეპარატისტული ტერიტორიები გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს აჩვენებს, რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა სამხედრო ამოცანების მისაღწევად უკრაინაში. ასევე, ეს ქმედებები იყო იძულება, გადასულიყო თავდაცვით პოზიციაზე, რადგან უკრაინელებს აქვთ წარმატებები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე შეტევების დროს ყირიმში. მაშასადამე, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი