იენს სტოლტენბერგი – რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის

00:36, 28.09.2022

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფსევდო რეფერენდუმებს ლეგიტიმურობა არ გააჩნია, ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერა კი უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერა ურყევია უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის უფლებაში. ყალბ რეფერენდუმებს, რომლებსაც რუსეთი ატარებს, არ გააჩნია ლეგიტიმურობა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის“ , – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

მსგავსი