იენს სტოლტენბერგი - რუსებმა სრულად არ შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ნატო-ს მოკავშირეები შემდგომშიც დაუჭერენ მხარს უკრაინას, რადგან მიუღებელია ის, რასაც პუტინი ევროპაში აკეთებს
იენს სტოლტენბერგი - რუსებმა სრულად არ შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ნატო-ს მოკავშირეები შემდგომშიც დაუჭერენ მხარს უკრაინას, რადგან მიუღებელია ის, რასაც პუტინი ევროპაში აკეთებს

ის, რასაც ახლა ვხედავთ არის სისასტიკე, არის ომის მასშტაბები, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს და ეს უკიდურესი საშინელებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქმედებები უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა.

„ეს ომი იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, მაგრამ ამავდროულად ის ასევე საშიშია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის საომარ ბუნებას, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემის ნაკლებობას და ასევე ადამიანის სიცოცხლის ძირითადი უფლებების პატივისცემის ნაკლებობას. ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი ახლა ფრონტის ხაზზეა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მომავალშიც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში ახდენდნენ უკრაინელი სამხედროების აღჭურვას. ამ მხარდაჭერის ეფექტს ყოველდღიურად ვხედავთ ბრძოლის ველზე, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ჯარისკაცების გამბედაობაა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათმა დახმარებამ და ნატო-ს მოკავშირეებისგან მიღებულმა აღჭურვილობამ მათ საშუალება მისცა მეტი წინააღმდეგობა გაეწიათ. რუსებმა სრულად არ შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. ნატო-ს მოკავშირეები შემდგომშიც დაუჭერენ მხარს უკრაინას, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია ის, რასაც ვხედავთ, რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს ევროპაში სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.