იენს სტოლტენბერგი - რაც მეტად შევძლებთ ბრძოლის ველზე უკრაინის მხარდაჭერას, მით უკეთესი შედეგების მიღწევას შეძლებენ მოლაპარაკებებზე, ბოლოს უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა შეთანხმებების მიღება შეუძლია
ნატო-ს ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა, ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, რა სახის შეთანხმებები შეუძლიათ მიიღონ მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტად შეძლებს ნატო ბრძოლის ველზე უკრაინის მხარდაჭერას, მით უკეთესი შედეგების მიღწევა შეეძლებათ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან.
„ნატო-ს ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენ ამას ვაკეთებთ თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური, სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მჭიდრო კავშირია იმაში, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რა ძალა აქვთ მათ ბრძოლის ველზე. ასე რომ, რაც უფრო მეტად შევძლებთ ბრძოლის ველზე მათ მხარდაჭერას, რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე, რომ ჩემი საქმე არ არის რჩევის მიცემა, მაგრამ მე და ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა უზრუნველვყოთ მათი მხარდაჭერა, ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, რა სახის შეთანხმებები შეუძლიათ მიიღონ. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.