იენს სტოლტენბერგი - რაც უფრო ჭიანურდება აშშ-ის დახმარების უკრაინისთვის გადაცემა, მით უფრო მეტი უკრაინელი იღუპება ფრონტზე
იენს სტოლტენბერგი - რაც უფრო ჭიანურდება აშშ-ის დახმარების უკრაინისთვის გადაცემა, მით უფრო მეტი უკრაინელი იღუპება ფრონტზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება აშშ-ის დახმარების უკრაინისთვის გადაცემა, მით უფრო მეტი უკრაინელი იღუპება ფრონტზე. ეს განცხადება მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტი და აღნიშნა, რომ ალიანსის სხვა მოკავშირეების დახმარების მოცულობა უკვე აჭარბებს აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.

„საუბარია არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არამედ მათ მიღებაზე წინასწარ და რაც შეიძლება მალე. ეს გადაუდებელი საკითხია. ჩვენი მოლოდინის ყოველი კვირის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანს კლავენ უკრაინაში ბრძოლის ველზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.