იენს სტოლტენბერგი - ქალაქი ბახმუტი შეიძლება, უახლოეს დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს სულაც არ იქნება გარდამტეხი მომენტი ომში
იენს სტოლტენბერგი - ქალაქი ბახმუტი შეიძლება, უახლოეს დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს სულაც არ იქნება გარდამტეხი მომენტი ომში

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი შეიძლება, უახლოეს დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს სულაც არ იქნება გარდამტეხი მომენტი ომში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ბახმუტის ირგვლივ ბოლო თვეებში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა და რუსეთმა ამ მიმართულებით მთელი ახალი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა.

„რაც რუსეთს ხარისხობრივად აკლია, რაოდენობრივად ანაზღაურებას ცდილობს. მათ დიდი ზარალი განიცადეს. თუმცა, ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ ბახმუტი უახლოეს დღეებში დაეცეს. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.