იენს სტოლტენბერგი - პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება, უკრაინის მხარდაჭერა და ინვესტიცია ნატო-ს სამხედრო პოტენციალში აუცილებელია
იენს სტოლტენბერგი - პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება, უკრაინის მხარდაჭერა და ინვესტიცია ნატო-ს სამხედრო პოტენციალში აუცილებელია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია, შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.

მისივე თქმით, ალიანსის წევრები აქტიურად უნდა მოემზადონ კონფრონტაციისთვის.

„პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება. რუსული აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალში ინვესტიციის ჩადება, რადგან რუსეთი უკვე ამზადებს საკუთარ ეკონომიკას ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ გვჭირდება, სწრაფად აღვადგინოთ და გავაფართოოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა, რათა გავზარდოთ უკრაინაში მიწოდება და შევავსოთ ჩვენი საკუთარი რეზერვები. ეს ნიშნავს ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.