იენს სტოლტენბერგი - უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვისაც, ომების მიმდინარეობა არ არის მუდმივი, ცვალებადი პროცესია, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს
იენს სტოლტენბერგი - უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვისაც, ომების მიმდინარეობა არ არის მუდმივი, ცვალებადი პროცესია, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა თავად ნატო-ს ინტერესებშია.

„უნდა გვესმოდეს, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, უკრაინას ტრაგედია ელოდება, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ უკრაინის გადარჩენა ჩვენს ინტერესებშია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ უნდა თქვან უარი უკრაინის დახმარებაზე და ქვეყანას მხარი უნდა დაუჭირონ როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს.

„ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის. ომების მიმდინარეობა არ არის მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. ახლანდელი ომი არის ბრძოლა ეფექტურობისთვის, ბრძოლა ლოგისტიკისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.