იენს სტოლტენბერგი – პრეზიდენტ ერდოღანთან საუბარი მქონდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე, ვთანხმდებით, რომ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული
ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან ტერორიზმსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. მივესალმები, რომ ჰუმანიტარული დახმარება მალე ღაზაში ჩავა. ჩვენ ასევე განვიხილეთ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი“, – წერს სტოლტენბერგი.
Spoke with President @RTErdogan about terrorism and the situation in the Middle East. We agree that terrorism must be fought & civilians protected. I welcome that emergency aid is now reaching Gaza. We also addressed Sweden’s #NATO accession.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) October 21, 2023