იენს სტოლტენბერგი - ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან
იენს სტოლტენბერგი - ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან

ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ის ღრმად არის შეშფოთებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, რაც ტრაგიკულ მოვლენებს იწვევს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, საომარი მოქმედებები შეწყდეს და სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. სტოლტენბერგმა სოხმეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.