იენს სტოლტენბერგი - ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს გადასცემს
იენს სტოლტენბერგი - ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს გადასცემს

ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს გადასცემს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, დახმარების პაკეტში ასევე შევა საწვავი, ზამთრის ეკიპირება და მედიკამენტები.

„ამ პაკეტის შემადგენელი იქნება დრონების საწინააღმდეგო საშუალებები. ასობით მოწყობილობა უპილოტო საფრენი აპარატების ჩასახშობად, რომლებსაც შეუძლიათ, ნულამდე შეამციროს რუსული და ირანული დრონების ეფექტურობა და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო დაეხმარება უკრაინას საბჭოთა შეიარაღებიდან თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლაში.