იენს სტოლტენბერგი - ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებელია რუსეთის ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით
იენს სტოლტენბერგი - ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუღებელია რუსეთის ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ნატო განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მიუღებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერმა.