იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში აშშ-ის მოკავშირეები ვერ შეძლებდნენ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას ამერიკული ძალების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში აშშ-ის მოკავშირეები ვერ შეძლებდნენ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას ამერიკული ძალების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ

ნატო-ში აშშ-ის მოკავშირეები ვერ შეძლებდნენ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შეერთებული შტატების გარეშე დანარჩენ მოკავშირეებს გაუჭირდებოდათ სამხედრო კამპანიის გაგრძელება. ყველას გვესმოდა, რომ ავღანეთიდან გასვლა იყო მძიმე გადაწყვეტილება, რადგან რთული არჩევანის წინაშე ვიყავით – გასვლის შემთხვევაში „თალიბანის“ დაბრუნება, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, მეტი მსხვერპლის გაღება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს ყველა ქვეყანა აცნობიერებდა, რომ ქაბულის ყოფილი ხელისუფლების დაცემა და „თალიბანის“ დაბრუნება გარდაუვალი იყო.