იენს სტოლტენბერგი - ნატო საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს
იენს სტოლტენბერგი - ნატო საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს

ნატო-ს მინისტერიალზე ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე ოთხშაბათს ისაუბრებენ.

„მინისტერიალი დასრულდება ნატოს-ს ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობით. როგორც მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებამ აჩვენა, ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია იმ ქვეყნებისთვის, ვინც რეალურ პროგრესს აღწევს რეფორმებსა და მოდერნიზაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ასპირანტ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებისა და ღირებულების საზოგადოებაში გაერთიანება სურს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივნამა ოთხშაბთს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხოდმაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია.
„ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ისეთ სკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ოპერაციების დაგეგმვა. ასევე ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისა და ალიანსის მიერ დაფინანსებული თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარების სკოლის ფარგლებში. ამ სკოლაში წვრთნები უკვე ათას სტუდენტს ჩაუტარდა. სხდომის დროს ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მაგალითად შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში ხვალ იხსნება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.