იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში ჩვენი ქვეყნების დასაცავად ვიმყოფებით
იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში ჩვენი ქვეყნების დასაცავად ვიმყოფებით

ავღანეთში ჩვენი ქვეყნების დასაცავად ვიმყოფებით, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ნატო-ს მისიის მიზანია, რომ 18 წლის წინ აშშ-ში მომხდარი თავდასხმები აღარასდროს განმეორდეს.

„ნატო-ს წევრები და ჩვენი პარტნიორები ავღანეთში ჩვენი მისიის ერთგულები არიან. ეს შთამბეჭდავია, რადგან მისიის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ ნატო-ს 29 წევრი და ბევრი პარტნიორი ავღანეთში წვრთნისა და მხარდაჭერის მისიის ერთგულია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ერთის მხრივ სოლიდარობას ვუცხადებთ ავღანელ ხალხს. ასევე, ამას ჩვენთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, ავღანეთი აღარასდროს გახდება პლატფორმა, სადაც საერთაშორისო ტერორისტებს შეუძლიათ წვრთნა და თავდასხმების დაგეგმვა, რომელთა სამიზნეც ჩვენი ქვეყნებია. ასე რომ, ავღანეთში ჩვენი თავდაცვისთვის ვიმყოფებით. მისიას ვაგრძელებთ, რათა 2001 წელს აშშ-ში მომხდარი თავდასხმები აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა განაცხადეს მზადყოფნა ავღანეთში სამხედროები და მრჩევლები კვლავაც გაგზავნონ.