იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ყველა მოკავშირე ხელს მოაწერს თავდაცვის ინდუსტრიულ დაპირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას, გახდნენ უფრო ძლიერი, ინოვაციური და მასშტაბური წარმოების უნარიანი
ნატო-ს ყველა მოკავშირე ხელს მოაწერს თავდაცვის ინდუსტრიულ ახალ დაპირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას, გახდნენ უფრო ძლიერი, ინოვაციური და მასშტაბური წარმოების უნარიანი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ინდუსტრიის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დაპირების პირველი ელემენტია თავდაცვის ხარჯების გაზრდა.
„მეტი ინვესტიციის დაპირება აისახება გადაწყვეტილებაში, რასაც ამ კვირაში ნატო-ს სამიტზე მივიღებთ. ნატო-ს ყველა მოკავშირე ხელს მოაწერს თავდაცვის ინდუსტრიულ ახალ დაპირებას და ეს იქნება დაპირება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას, გახდნენ უფრო ძლიერი, ინოვაციური და მასშტაბური წარმოების უნარიანი. ამ დაპირების პირველი ელემენტია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. უკრაინის ომმა აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ მარაგი ძალიან მცირეა, არამედ სერიოზული ხარვეზები ჩვენს თავსებადობაში. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ჰოლანდიურ-გერმანული ბრიგადა, სადაც მთელი არსი ისაა, რომ ამ ბრიგადას ერთად უნდა შეეძლოს ოპერირება, მაგრამ რეალობა არის ის, რომ საბრძოლო მასალას, რომელიც ჰოლანდიელებს აქვთ, ვერ გამოიყენებენ გერმანულ ჰაუბიცებში და პირიქით. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, როგორც მთავრობა და როგორც ინდუსტრია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.