იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს აუცილებლად შეაფასებენ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს აუცილებლად შეაფასებენ

ნატო-ს მოკავშირეები ივლისის სამიტზე საქათველოს მიერ გატარებულ რეფორმებს აუცილებლად შეაფასებენ. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში 7 ივნისს დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„საქართველო პარასკევს წარმოდგენილი იქნება ავღანეთის მისიის შესახებ დაგეგმილ შეხვედრაზე. მადლობა საქართველოს, რომ ის  არის ნატო-ს პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გამოძებნიან გზას, რომლითაც დაფასდება საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და კორუფციასთან ბრძოლაში. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით როგორ მოხდება ეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ამას აუცილებლად გააკეთებენ ივლისის სამიტზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.