იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ იგეგმება, თუმცა საჭიროა საკმარისი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ იგეგმება, თუმცა საჭიროა საკმარისი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის

ნატო-ს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ იგეგმება, თუმცა საჭიროა საკმარისი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას. როდესაც მე გასულ კვირას უკრაინას ვესტუმრე, მათ არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, არამედ უფრო მეტი მხარდაჭერა მთხოვეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, სწორედ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო შეძლეს რუსულმა ძალებმა  ბრძოლის ველზე პროგრესის მიღწევა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინს ამ დრომდე სჯერა, რომ უკრაინაში ომს მოიგებს და ერთადრთი გზა რუსეთის ლიდერის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად არის იმის დამტკიცება, რომ ბრძოლის ველზე ის ვერ გაიმარჯვებს, ამისთვის კი საჭიროა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.