იენს სტოლტენბერგი - ნატო მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს
იენს სტოლტენბერგი - ნატო მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს

სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი მზადაა, ბრიტანეთს საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ნატო-ს გენერალური მდივანმა რუსეთს მოუწოდა, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს და უზრუნველყოს ყველა ინფორმაცია ქიმიურ ნივთიერება A-234-თან დაკავშირებით.

თავის მხრივ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომებთან დაკავშირებით, ბრიტანეთი ნატო-სთან და ევროკაშირთან ერთად მუშაობს.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და ორმაგი აგენტი, სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთმა სკრიპალის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და უმაღლეს დონეზე კავშირი გაწყვიტა.