იენს სტოლტენბერგი - ნატო სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მშვიდობიანი მისწრაფებების ხელშემწყობია
იენს სტოლტენბერგი - ნატო სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მშვიდობიანი მისწრაფებების ხელშემწყობია

სომხეთში ვიზიტით მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური რეგიონისთვის.

მისი თქმით, ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.

„ნატო სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მშვიდობიანი მისწრაფებების ხელშემწყობია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი სომხეთში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოდან ჩავიდა. მანამდე ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანში იმყოფებოდა.