იენს სტოლტენბერგი – ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, რა დროსაც დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
„ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა მათ იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ გვერდზე.
Spoke with Foreign Minister @DmytroKuleba & condemned #Russia‘s horrific & indiscriminate attacks on civilian infrastructure in #Ukraine. #NATO will continue supporting the brave Ukrainian people to fight back against the Kremlin’s aggression for as long as it takes.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) October 10, 2022