იენს სტოლტენბერგმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ მთიანი ყარბაღის კონფლიქტის საკითხი განიხილეს
იენს სტოლტენბერგმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ მთიანი ყარბაღის კონფლიქტის საკითხი განიხილეს

ნატო-ს გენერლაური მდივანი იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეშფოთებულია მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რეგიონში მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი კონფლიქტის ესკალაციის დროს.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბღში და მის გარშემო სიტუაციის გამო. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ, როდესაც საომარი მოქმედებების ესკალაციას, მეტ საბრძოლო მოქმედებებსა და ძალადობას ვხედავთ. ჩვენ ყველა ვიღებთ ცნობებს მსხვერპლის გაზრდილი რაოდენობის შესახებ, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

რა თქმა უნდა, ყველა საბრძოლო მოქმედება წარმოადგენს რისკს მნიშველოვანი ინფრასტრუქტურისთვის. ამიტომ, როდესაც თქვენ მეკითხებით, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ, ეს არის ძალადობრივ კონფლიქტთან დაკავშირებული ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადავცეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა ჩართულ მხარეს, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, რათა მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან დარეგულირებისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, რადგან მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო სიტუაციის დარეგულირების სამხედრო გზა არ არსებობს. სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რადგან ეს საშიშია კონფლიქტში ჩართული ყველა ადამიანისთვის, ასევე შემაშფოთებელია მთელი რეგიონისთვის და ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.