იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ,  საქართველოს როგორც პრაქტიკული ნაბიჯებით, ასევე პოლიტიკურად მხარდაჭერას.

ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მადლიერებას გამოხატავს, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. მინისტრებმა საქართველო-ნატოს მიმდინარე თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, მათ შორის 2019 წლისთვის დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის შესრულებას, რომლის ფარგლებშიც, გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი გააგრძელებს საქართველოს ყველა იმ შესაძლბელობის მხარდაჭერას, რაც ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება.

ალიანსის გენერალური მდივანი აცხდებს, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების გზაზე.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიროტირიული მთლიანობისადმი.

„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი აღრმავებს ურთიერთობას საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს  ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

დატოვე კომენტარი