იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს
იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს.

სტოლტენბერგის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ადასტურებს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელებას.

„ნატო-უკრაინის საბჭოზე მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის მომავალ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს და ამერიკის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.