იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბბინის წინ
იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბბინის წინ

მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბბინის წინ, – ამის შესახებ ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ, ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ისტორიული დღეა თქვენთვის და საამაყო დღეა ჩვენთვის. წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ პროტოკოლის რატიფიცირება. მაკედონიას უკვე შეაქვს წვლილი ჩვენს მიერ წარმოებულ ოპერაციებსა და მისიებში. თქვენ ატარებთ რეფორმებს. თქვენი გაწევრიანება ნატო-ს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს. ეს არის კარგი რეგიონისთვის და კარგი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. გაფართოება გააძლიერებს ნატო-ს ბევრი მიზეზის გამო. დღეიდან თქვენ მონაწილეობას მიიღებთ შეხვედრებში. ველოდებით მაკედონიის თავდაცვის მინისტრს მინისტერიალზე და ვეპატიჟებით პრემიერ-მინისტრს ლიდერების შეხვედრაზე. მოუთმენლად ველოდები, როდის აღიმართება 30-ე დროშა ნატო-ს შტაბბინის წინ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს დღეს მოეწერა ხელი.