იენს სტოლტენბერგი მომავალი წლის მარტში საქართველოს ეწვევა

20:03, 03.10.2018

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა.

ნატო-ს გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალი წლის მარტში საქართველოს ეწვიოს და დაესწროს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების გახსნას.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადასტურებს.

მსგავსი