იენს სტოლტენბერგი - ირანის საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან
იენს სტოლტენბერგი - ირანის საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან

ირანის საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მოკავშირეები დეესკალიციას ემხრობიან, რადგან ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის.

ნატო-ს წევრებმა ირანის და ერაყის საკითხზე შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-მა ნატო-ს წევრებს ირანელი გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს და ვგმობთ ირანის მიერ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას. მოკავშირეები თავშეკავებას და დეესკალაციას ემხრობიან. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ამიტომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დატოვე კომენტარი