იენს სტოლტენბერგი - გვაქვს პატივი, რომ ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ
იენს სტოლტენბერგი - გვაქვს პატივი, რომ ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ

ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში, გვაქვს პატივი, ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

„ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში. გვაქვს პატივი, ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიაში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობისა და მუშაობის პატივი გვქონდა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა საკითხებსა და ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. ნატო ელოდება, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.