იენს სტოლტენბერგი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის მომავალს
იენს სტოლტენბერგი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის მომავალს

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის მომავალს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს როგორც თავად ფინეთის, ისე ნატო-ს უსაფრთხოებას.

იენს სტოლტენბერგის განცხადება პრესსამსახურმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

„მივესალმები ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრების განაცხადის გაკეთებას დაყოვნების გარეშე. ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება და ნატო მას პატივს სცემს. როდესაც ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მათ გულმხურვალედ მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრების პროცესი ჩაივლის სწრაფად და დაბროკლებების გარეშე. ფინეთი არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორი, მოწიფული დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მე ვეთანხმები ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრება გააძლიერებს როგორც თავად ფინეთის, ისე ნატო-ს უსაფრთხოებას. ფინეთის ნატო-ში გაწევრება იქნება დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის მომავალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ფინეთმა რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი.