იენს სტოლტენბერგი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მთავარი შესაძლებლობა სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის მთავარი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერება.
„თქვენ რასაც აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც საჭიროა ნატო-ში სრული გაწევრიანებისთვის. მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით მიმდინარე წლის ოქტომბერში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.