იენს სტოლტენბერგი - ძალთა გლობალური ბალანსი იცვლება, ვხედავთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინის, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლლოიდ ოსტინთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის წინააღდეგ. იენს სტოლტენბერგი ლლოიდ ოსტინს ვაშინგტონში შეხვდა.

„ძალთა გლობალური ბალანსი იცვლება. ჩინეთის აღზევებასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ნატო-ს მოკავშირეებისა და ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ კიბერსივრცეში ჰიბრიდული საშუალებებით განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, ასევე უკრაინის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაგრძელებთ საიმედო თავდაცვის უზრუნველყოფას სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად და კონკურენტულ მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პენტაგონის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე.