იენს სტოლტენბერგი - დიალოგი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია
იენს სტოლტენბერგი - დიალოგი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება.

„მე მჯერა დიალოგის. დიალოგი არა სისუსტის, არამედი სიძლიერის ნიშანია“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გააკეთა. ნატო-ს გენერალური მდივანი ევროკავშირის ლიდერებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე ალიანსის სამიტისთვის მზადების საკითხს განიხილავს.

სტოლტენბერგის თქმით, ვინაიდან რუსეთი ნატო-ს უდიდესი მეზობელია, ალიანსმა მასთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს.

„ნატო-ს მიდგომა რუსეთისადმი შემდეგია – თავდაცვა და დიალოგი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, როდესაც ალიანსი ძლიერია, რუსეთთან დიალოგის წარმოება შეუძლია.