იენს სტოლტენბერგი დღეს თურქეთში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება
იენს სტოლტენბერგი დღეს თურქეთში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს თურქეთში ჩავა. ანკარაში იენს სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და თავდაცვის მდივან ჰულუსი აკარს.

ნატო- გენერალური მდივნის თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის შემდეგ იენს სტოლტენბერგი საბერძნეთში გაემგზავრება. მისი ვიზიტი ორ ქვეყანაში ათენსა და ანკარას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგება.