იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ალიანსი იპოვის გზებს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად
იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ალიანსი იპოვის გზებს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ალიანსი იპოვის გზებს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად. ამის შესახებ მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს. თუმცა, აღნიშნული ქვეყნების ალიანსში მიღებას ეწინააღმდეგება თურქეთი.

ამას გარდა, „ბიბისისთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის არქიტექტორი.