იენს სტოლტენბერგი - ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად დგანან ავღანეთში და ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში
იენს სტოლტენბერგი - ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად დგანან ავღანეთში და ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში

ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობა გამორჩეულია.

„მიმოვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს, იმ მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც აახლოებს საქართველოს ნატო-სთან. ჩვენი პარტნიორობა გამორჩეულია. ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად დგანან ავღანეთში და ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ხვალ მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს იენს სტოლტენბერგთან და ნატოელ კოლეგებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება.